შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ნატო-ში მიღების შემდეგ რუსეთი ომს არ დაიწყებს- ლავროვი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 სექტემბერი 2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნატო-ში მიიღებენ, რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხავზე საპასუხოდ გააკეთა.

ჟურნალისტი ლავროვს ეუბნება, რომ ნატო-ს მაღალჩინოსანი გენერლები საქართველოს ნატო-ში მიღების შესაძლებლობას, აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე განიხილავენ და ეკითხება, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მართლაც შევა ნატო-ში, რაზეც ლავროვი პასუხობს, რომ მოსკოვი ომს არ დაიწყებს.

„ომს ნამდვილად არ დავიწყებთ, ამას გპირდებით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატალნტიკური ალიანსისადმი და იმ ქვეყნების მიმართ, ვინც პირველ პრიორიტეტად ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, სერიოზულად დაზიანდება“,- აცხადებს ლავროვი.

ამავე ინტერვიუში ლავროვი 2008 წლის ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ სდებს ბრალს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მისივე თქმით, ომის დროს რუსეთი „არა ნატო-ზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზე ფიქრობდა“.

ჟურნალისტი ლავროვს ეკითხება, რომ რუსი დიპლომატების ნაწილი 2008 წლის ომის შედეგებს ისე აფასებს, რომ „რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიენაბის საკითხი დახურა“, რაზეც ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი ეს არ ყოფილა, თუმცა მოსკოვი ნატო-ს მის საზღვრებთან მიახლოებას მაინც საფრთხედ განიხილავს.

„ჩვენ მაშინ არ ვფიქრობდით იმაზე, რომ საქართველოში ნატო არ იყოს. ჩვენ ვფიქრობდით ადამიანების სიცოცხლეზე, ჩვენ ვიცოდით რომ მათ უბრალოდ დაჩეხავენ. ასეთი იყო საქართველოს არმიის განწყობა, რომელმაც ეს ბრძანება მიიღო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატოს მიახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთისთვის საფრთხეს აჩენს“, – ამბობს ლავროვი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია