გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თქვენს შვილებსაც შეჭამს ჩვენთან ერთად, გაკახპებულ-გამაროდიორებული ბრბო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 სექტემბერი 2019

"წარმოდგენა არა აქვს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, თუ რას ნიშნავს უწიგნური მოსამართლე. თუმცა რა გასაკვირია, საზოგადოება, რომელიც გაიზარდა ქურდული გარჩევების ტრადიციებზე, წიგნიერ, განათლებულ მოსამართლეებს არ საჭიროებს. ასეთ საზოგადოებაში ყველაზე მაგარ მოსამართლედ მიჩნეულია ყველაზე მარიფათიანი ტიპი.

შესაბამისად, ლოგიკურია, როცა მოსამართლეების არჩევა-დანიშვნის საქმის წამყვანი მოთამაშეა ცნობილი მექრთამე და კორუმპირებული პირი, რომელიც მოხერხებული ეპატაჟით უცებ იქცა "დაჩაგრულად".
სოხუმის დაცემის მორიგ წლისთავზე, გადაკეთებული ისტორიის წყალობით ერთნაირი პატივით იხსენებენ გმირებსა და მაროდიორებს; თუმცა მაროდიორებს გასახსენებელი არაფერი სჭირთ, ცოცხლები არიან და მშვენივრად გრძნობენ თავს.
ესეც ლოგიკური პარალელია. კახპებისა და მაროდიორების მიერ შექმნილი მონსტრების საშუალებით მერე ეს კახპები და მაროდიორები იმ მონსტრისაგან ჩაგრულების კატეგორიაში გადადიან დოყლაპია და ფარისეველ ბრბოზე პრიმიტიული მანიპულირებით და მერე ისე გემრიელად ითქვიფებიან ერთმანეთში გმირები და ნაძირლები, რომ თანამედროვეებსაც კი უჭირთ მათი გამორჩევა. ზოგი ივიწყებს, ზოგს ავიწყებენ.
პრინციპში, ლოგიკურია, მერე ამ უპრინციპო ბრბოს ის უწიგნურები რომ ასამართლებენ.
ნორმალურ ადამიანებს სანამ ბრძოლის თავი აქვთ, იბრძოლებენ მაინც; ზოგიც გაასწრებს.
ორივე კატეგორიას გაუმარჯოს თავის გზაზე.
ესაა მხოლოდ, ასეთი გამოხშირვით კახპებისა და მაროდიორების ისეთი კონცენტრაცია გვაქვს უკვე, რომ მარილმჟავასავით შლის აქა-იქ შემორჩენილი ჯანსაღი ქსოვილის უკანასკნელ ნაფლეთებს.
ისე, ამ ცოდვის ლომის წილი იმათზეა, ვისაც ფართო მასებთან კომუნიკაციის საშუალება აქვს. ჰოდა გახსოვდეთ, თქვენს შვილებსაც შეჭამს ჩვენთან ერთად, გაკახპებულ-გამაროდიორებული ბრბო."

წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ექიმი,მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია