შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნებამ" ქართველებს უღალატა, გულში ჩაიხუტა მწამებლები და მკვლელები" - ადა მარშანია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ოქტომბერი 2019

"პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანია "ქართულ ოცნებას აკრიტიკებს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ქართველებს უღალატა, გულში ჩაიხუტა მწამებლები და მკვლელები.

 

„დღეს ნერვები მომიშალეს. „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ნახევარი საათი იმის ჩამოთვლაში იყო, რა დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“, კერძოდ, გიგა ბოკერიას. ეს ხალხი პარლამენტში რატომ ზის და არ სხედან ციხეში? დღევანდელი დღე ორივე ძალას მივულოცე. მეშვიდე წლისთავზე რა მივიღეთ? დანაშაულებრივი კოაბიტაციის პოლიტიკა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვინ და რა არის, ამაზე არ შევჩერდები, მაგრამ „ქართული ოცნება“ შვიდი წლისთავზე ოპონენტის მსგავსი გახდა – ხელს აფარებს მკვლელებს, მწამებლებს და სახელმწიფო დამნაშავეებს და რით არიან უკეთესები? ქართველებს უღალატეს, გულში ჩაიხუტეს მწამებლები და მკვლელები" - აღნიშნა მარშანიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია