“კობა დავითაშვილი ერთხელ ვნახე ეთერში და ძალიან უსიამოვნო გამოსვლა ჰქონდა სანდრა რულოვსთან დაკავშირებით, მაშინ მე ვიყავი მწვავე ოპოზიციაში და მაშინ ალიაში ვთქვი, რომ არ მომწონს ამ ტიპის განცხადებები. მე საერთოდ არ მომწონს ამ ტიპის განცხადებები (იგულისხმა სააკაშვილის, ავტ)”- განაცხადა პარტია “კანონის და სამართალი”-ის დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “რეაქციაში”
“არ მინდა ის სიტყვები გავიმეორო, რითაც ამკობდნენ გრიგოლ ვაშაძეს “ევროპული საქართველოს” წევრები, მე გუშინწინ სააკაშვილის გამოსვლაში წავიკითხე ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა პოლიტიკური სვლა და გაითხოვა თავისი ამომრჩეველი და პირდაპირ უთხრა, გაემიჯნეთ გიგა ბოკერიასო.
ეს იყო ძლიერი პოლიტიკური სვლა! მე თვითონ ასეთი რაღაცაები, ქამრის ქვეშ დარტყმები არ მიყვარს, მაგრამ არავითარ შეთხვევაში არავის ვემიჯნები. ერთადერთი, ვისაც უდიდეს პატივს სცემს გარკვეული ადამიანების ვეებერთელა ტალღა, არის მათთვის ამომავალი მიხეილ სააკაშვილი.
ამ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილმა უთხრა რომ გაემიჯნეთ გიგა ბოკერიასო და მერწმუნეთ, ამით დიდი დარტყმა მიაყენა “ევროპულ საქართველოს. ერთადერთი სწორი პოლიტიკური სვლა, რომ გაეჩერებინა გიგა ბოკერია, რომელიც დიდ დარტყმას აყენებდა “გაერთიანებულ ოპოზიციას” იყო ეს!” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.