შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ფუჭია ეს ფაციფუცი. ასე ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ოქტომბერი 2019

"დეკლარირებულად უნდათ წინსვლაც, დეოკუპაციაც, ოლიგარქის დამარცხებაც, ევროკავშირში ინტეგრაციაც, ნატოში შესვლაც და ივერიის გაბრწყინებაც, მაგრამ სინამდვილეში ბანალურ ეჭვიანობაზე და კინკლაობაზე მაღლა ვერ დამდგარან. გამოჩნდა საპარლამენტო სავარძელში უკანალის ჩაყოფის საშუალება და გადაეკეტათ გონება. სადღაა მაღალი თამასები და დიადი მიზნები ? არიქა არავინ დაგვასწროს და ვიღაცა მოთრეულს არ დარჩეს ჩვენი "სისხლით და ბრძოლით" მოპოვებული სავარძელი.
ფუჭია ეს ფაციფუცი. ასე ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ. ვერც მიზნებს მივაღწევთ. ნუ, ცხადია თქვენ სავარძელს მიიღებთ.
კვლავ იგივე. კვლავ პირადის საზოგადოებრივზე წინ დაყენება. კვლავ არასახელმწიფოებრივი აზროვნება"...

მამუკა გამყრელიძე, საქრთველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი. 


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია