მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია კიდევ ერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის საგანი. სზოგადოებისა და ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებით, "ქართულ ოცნება" აგრესიულ ნაბიჯებს დგამს, რაც მათ კრიზისულ მდგომარეობაზე მიანიშნებს.
ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე სასაცილოს, უწოდებს "ქართული ოცნების" ქმედებას, რომელიც ოპოზიციას მიტინგს უმართავს.
„ოპოზიციისგანან მოსალოდნელია, რომ მან ხელისუფლება აკრიტიკოს, ეს მისი ლეგიტიმური უფლებაა, რომ ხელისუფლების არგაკეთებულ საქმეებზე მიანიშნოს. ხელისუფლებამ წარსულზე საუბრის ნაცხვლად, თავისი გაკეთებული საქმეები უნდა წამოწიოს წინა პლანზე. დღეს ჩვენ ხელისუფლება გვყავს, რომელიც მიტინგებს უწყობს ოპოზიციას. ძალიან ბევრი ქვეყანა მინახია, სადაც ოპოზიცია მიტინგებს უწყობს ხელისუფლებას, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება უწყობს მიტინგს ოპოზიციას და ასეთი დინამიკით მიდის კამპანია, რაც ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოა, სევდიანი რომ არ იყოს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა, მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.