შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას წრიულიც მოხსნეს და ქუჩის საათიც აიღეს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2018
ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში, ამაღლების სახელობის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს გზის დაგების შემდეგ წრიულიც მოხსნეს და აქ მდებარე ქუჩის საათიც. ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ საათი შენახულია და მას იგივე ადგილზე დააბრუნებენ. ასევე,მოეწყობა წრიულიც. გზის სამშენებლო სამუშაოებს კოსტავას ქუჩაზე სამშენებლო-სამმართველო N2 ასრულებს. პროექტი მერიას წლის ბოლოს უნდა ჩაბარდეს. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია