შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხვალ ოზურგეთის ჭადრების ბაღში ვროპის დღესთან ერთად მოხალისეობის ფორუმი გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ოქტომბერი 2019

2019 წლის 12 ოქტომბერს, 14:00 საათიდან, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში (რუსთაველის ქ.N2), მოხალისეობის ფორუმი, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროპის დღესთან ერთად გაიმართება.  

ფორუმის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. ფორუმი მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სტუმრებს თავიანთ მოხალისეობრივ საქმიანობასა და მოხალისის ვაკანტურ პოზიციებს გააცნობენ. ფორუმის მონაწილეები, ასევე, ინფორმაციას მიიღებენ ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის – „დროის ბანკის“ შესახებ და შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ მოხალისედ.

 ღონისძიების ფარგლებში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა, საჯარო ლექციას ახალგაზრდების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობის შესახებ გამართავს, ნაჩვენები იქნება ფილმი – „ინიციატივა არ ისჯება“, ასევე, გაიმართება ინტერაქტიული თამაშები: city game – „იპოვე ამბავი“, „აღმოაჩინე საქართველო“, „აღმოაჩინე ევროპა“ და „დროის ბანკის“ ვიქტორინა. თამაშებში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

 მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებულია ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლის მიერ, პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში.

 „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. 

თეონა ქობულაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია