შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გვპირდებიან, გვპირდებიან და არაფერი არ სრულდება, გვაცხოვრებენ ტყუილებში"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ოქტომბერი 2019

 

მისცემენ თუ არა გურულები კიდევ ერთ შანსს "ოცნების" ხელისუფლებას და რა იქნება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის გადამწყვეტი ფაქტორი, ამ კითხზვებით "გურიის მოამბემ" ოზურგეთელები გამოკითხა და რამდენიმე მათგანის შეფასებები მოისმინა.

ზაირა. - არ მივცემ ხმას.  ჩემთვის არაფერი  არაა და იმიტომ. არც იმ დროს ყოფილა რამე და არც  ახლაა. მაგენი მუშაობენ თავისი სკამებისთვის. ერთი ხალხსაც გადმოხედონ. ხომ შეიძლება რაღაცა  გაუკეთონ ხალხს? ყველას უნდა დღეს მიხმარება და დახმარება. ძალიან უკმაყოფილო ვარ და არ მივცემ ხმას. რამდენი მოვიდნენ ჩემთან იმდენი არ გეკუთვნის დახმარებაო   და დიდი ქულები მომცეს.  ჩემს ჯანმრთელობას  გარეთ ვაჭრობა  სულ არ უხდება,  მარა რა ვქნა? პენსია მე არ მაქ და  დახმარება. არც ერთს არ მივცემ ხმას, არც ის „ნაციონალები“ არ მინდა. უიმედოდ  ვარ. თუ ვინმე ახალი პარტია გამოჩნდება  და    ახალი ვინმე იქნება, ნამდვილად მივცემ ხმას.

ქ.ვ. - აუცილებლად მივცემ ხმას, რადგან სხვას ვერ ვხედავ ალტერნატივას. უნდა იყოს 2-3 წელი ვიღაცა  სათავეში  და  დაგვანახოს გაკეთებული რამე და ავირჩევთ შემდეგ, მაგრამ ეს მთავრობა ვის მოუშვებს და ასე რომ იძულებული ვართ, გამოუვალი მდგომარეობაა, უკეთესი არ ჩანს არავინ და  მივცემთ ხმას ამათ..

ლ.ვ. - არა!!! არ  დავუჭერ მხარს!!! რატომ იცით?  მიშას დროს მე ბანკის ვალები მქონდა, მაგრამ  დოლარის ფასი არ მომატებულა  და ეხლა რამდენზეა ასული. 1.60  იყო დოლარი და ეხლა 3 ლარზეა  ასული. უყურეთ  დღევანდელ ცხოვრებას.  შეიძლება  ვიკითხოთ ის, რომ თუ რატო არ მივცემ ხმას ამათ?!  შეუძლებელია  იცხოვროს ადამინმა  ისე, თუ ვინმე არ უგზავნის იქედან და იმათაც, რომ დეპორტაციას უკეთებენ?  რა უნდა ქნას უბრალო ადამინმა. არ ვენდობი მე ამათ.

გ.მ. - ეხლა  მივცემ ხმას კი არა, ადრე თუ  მივეცი  ის მკითხეთ?!  არც ადრე მიმიცია ხმა და არც ახლა ვაპირებ. გაგვიცრუა იმედები ხალხს. გვპირდებიან, გვპირდებიან და  არაფერი არ სრულდება. გვაცხოვრებენ ტყუილებში.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია