შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

20 ივნისის ღამეს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლეს- მთავარი არხი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ოქტომბერი 2019

მთავარი არხის ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს ერთ-ერთ მოქალაქეს, ცოტნე ცოტნიაშვილს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არხმა ადვოკატის მიერ მიწოდებული სამედიცინო დასკვნაც გაასაჯაროა.

"დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა წვივის არეში, დიდი წვივის უკანა არტერიის კუნთის ტოტის, კანჭის ნერვის და კუნთების დაზიანებით. წვივის რბილ ქსოვილებში ჩარჩენილი უცხო სხეულები", — ვკითხულობთ მთავარი არხის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში.

მთავარი არხი ელაპარაკა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, რომელიც იმ დროს სამოქალაქო ფორმით პარლამენტის შენობასთან იყო. მან უარყო იმ დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

"რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, სისხლის სამართლის საქმეში, მსგავსი სამედიცინო დასკვნა არ დევს, ასევე მსგავსი დასკვნა არც დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. რა დასკვნაზეა საუბარი ჩვენთვის უცნობია", — აცხადებენ უწყებაში.

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს, მათ შორის ერთ-ერთი ცოტნე ცოტნიაშვილია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია