შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ გვაქვს რაღაც ინფორმაცია, ციფრებიც გვაქვს, კატასტროფული მდგომარეობაა ახლა "ოცნებაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ოქტომბერი 2019

"არავინ არ იცის რა იქნება 2020-ის არჩვნებისთვის. ივანიშვილი საერთოს იქნება თუ არა 2020-ის არჩევნებში ან სიაში, ან საერთოდ, იგი გადაწყვეტს გადაწყვეტს თუ არა ამ პოლიტიკურ ძალას წარუძღვეს ამ არჩევნებში, მე ამაში ჯერ დარწმუნებული არ ვარ. 

ის ჩემი აზრით ახლა არის გზააბნეული, ისეთ ადამიანებს ებღაუჭება. მე მიმაჩნია, რომ ჯერ ჯერობით ისეთი გონორით არის დაწყებული ეს წინასაარჩევნო კამპანია, ისინი არ არიან დარწმუნებული იმაში, რასაც საუბრობენ. ჩვენ გვაქვს რაღაც ინფორმაცია, ციფრებიც გვაქვს, კატასტროფული მდგომარეობაა ახლა "ოცნებაში".

მე არც ის მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გაერთიანდეს არჩევნების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" რესურსი დღეს არ გააჩნია. 

არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ოპოზიციაში წასვლა, მაშინ როცა ხარ ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აგვეხილა თვალები, ივანიშვილში არაფერი არ შეცვლილა. არც იმას ველოდებით, რომ რამე შეიცვლება და უკან დავბრუნდებით. რასაც განვერიდეთ და ჩამოვშორდით, იქ არ წავალთ. მე ვერ ვხედავ "ოცნების" გაწმენდის შანსს. ისევ ის რეალობაა, რასაც ჩვენ ვხედავთ დარბაზში. სასწაული უნდა მოხდეს მაშინ, რისიც მე არ მჯერა. 

არა მგონია, რომ ან მათ ჰქონდეთ სურვილი ჩვენთან ყოფნის, რადგან ჩვენ გავაბრაზეთ ისინი და დავტოვეთ პარტია. არც მე არ მაინტერესებს მათტან ურთიერთობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ჩვენ სულ სხვა სურათით მივალთ. "ოცნებას" არ ექნება ოპტიმიზმის საფუძველი. 

2012 წლის აგვისტო იყო თუ ზუსტად მახსოვს, შეგეს იყო ციხის კადრების გამოქვეყნებამდე და გვითხრა, რომ უნდა შვგუებოდით იმას, რომ წავაგებდით და მივიღებდით 40%-ს. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ ის მაშინაც თმობდა არჩევნებს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია