"პრეტენზიები რომ გაქვთ კაბინეტში ვინც ზიხართ და და მბრძანებლობთ, მესტუმრეთ ერთი ჩემს სახლში და ნახეთ როგორ ვცხოვრობ. იქნებ შეგრცხვეთ და მერე უკან წაიღოთ ის სიტყვები... კარგად წაიკითხოს იმათმა, ვისაც ეხება. ერთი თუ გამცემს პასუხს მაინტერესებს"-წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ოზურგეთის ანსამბლ "ედელვაისის" ხელმძღვანელი, გიორგი ჩიხლაძე და მისი საცხოვრებელი სახლის რამდენიმე ფოტოს აქვექნებს, სადაც ჩანს, თუ რა მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად.
ჩიხლაძეების საცხოვრებელი სახლი, ოზურგეთში სერის უბანში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ ცხოვრობენ. სახლი ავარიულია და უამინდობაში შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ. ამის გამო, იატაკზე სხვადასხვა ჭურჭელი აქვთ დალაგებული. ავარიულია კედლები და მძიმე მდგომარეობაშია იატაკი.
ჩიხლაძეების უმძიმესი სოციალური მდგომარეობის შესახებ, ადგილობრივ ხელისუფლებაში ყველაფერი იციან, თუმცა მათთვის დახმარების გაწევა ჯერ ვერ შეძლეს. იმის გამო, რომ ოჯახს ეკონმიურად ძალიან უჭირს, ერთ-ერთი ცნობილი ანსამბლის ხელმძღვანელი იძულებული გახდა მშნებლობაზე დასაქმებული და ოჯახის ასე ერჩინა. ამას მოწმობს მერის პრესსამსახურისთვის მიწერილი მისი მეუღლის კომენტარიც, რომელიც ასევე ფეისბუკის გვერდის მეშვეობით ურჩევს ოჯახს განცხადებით მიმართოს მერიას: "გიო, ადრე ხომ ვისაუბრეთ, გთხოვე მოსვლა და განცხადების დაწერა, მითხარი თურქეთში მივდივარო. შემოიარე აუცილებლად და არავინ დაგტოვებს უყურადღებოდ"-წერს ეკატერინე მგელაძე, რომელსაც ჩიხლაძის მეუღლე გამოეხმაურა
"ეკა, მე გიორგის მეუღლე ვარ. რამდენდჯერ ვიყავი იცი მოსული მაანდ? ხან ახალ წელს მოდიო, ხან სტიქიით დაზარალებულებს ვეხმარებით ჯერო. მართლა მრცხვენია უკვე. მე ბევრჯერ წავიკითხე გიოს რომ მიწერე. გაიხარე ჩემო კარგო. მაგრამ, ძალიან ცუდ დღეში ვარ, გიო წავიდა ბათუმში სამუშოდ და არ უნდა მუშაობდეს იქო...აბა, 188 ლარად რა ქნას მითხარი ეკა"?????-წერს თიკო ჩავლეშვილი.
ცნობისთის, ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ედელვაისი“ წლებია ოზურგეთში ფუნქციონირებს. ის თავდაპირველად, 90-იანი წლების ბოლოს ოზურგეთის კოლორიტმა, იური ჩიხლაძემ ჩამოაყალიბა და მას შემდეგ არა ერთი კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა. იური ჩიხლაძის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, ანსამბლის ხელმძღვანელობა მისმა შვილმა, გიორგიმ გადაიბარა და წარმატებულად გააგრძელა მამის გზა. თუმცა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, როცა ადამიანებისთვის ყოველდღიურად თავის გატანა გახდა საფიქრალი, გიორგიც იძულებული გახდა ოჯახის სარჩენად მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ის პარალელურად აგრძელებს ანსამბლის ხელმძღვანელობასაც. კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ედელვაისი“ გამორჩეული ნომრების შესრულების შედეგად მრავალი ჯილდოსა და საპატიო სიგელის მფლობელია.
იხილეთ ფოტოები: