შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თქვენ რომ უსამართლობა გაწუხებდეთ-რაფალიანცზე, თათუხაშვილზე, კიწმარიშვილზეც ამოიღებდით ხმას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2018

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალური ქსელით იმ ადამიანებს მიმართავს, ვისთვის "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ ერთ სახელს "სისხლიან ცხრა წელს" ატარებს: 

"იმ სისხლიან ცხრა წელში:

შუქი მოვიდა,
გაზი მოვიდა, 
დოლარი 1.65. ღირდა,
პენსია გაიზარდა 14 ლარიდან 150 ლარამდე,
მანქანებს არ ვკეტავდით,
მანქანის სარკეებს არ გვპარავდნენ,
შვილებს ეზოში სათამაშოდ მშვიდად ვუშვებდით, 
შეიქმნა ჯარი და პოლიცია,
გადაშენდა ქურდული მენტალიტეტი,
აშენდა იუსტიციის სახლები,
საყდრისს, რომელიც ხიხომ ააფეთქა, მიენიჭა ძეგლის სტატუსი,
აშენდა ახალი საავადმყოფოები, სკოლები;
ერთიანი, სამართლიანი, ეროვნული გამოცდები;
სახელმწიფო უცხოეთში აგზავნიდა ახალგაზრდებს განათლების მისაღებად;
აშენდა გზები, ავტობანები,
ქალაქები და ინფრასტრუქტურა,
ახალი ბათუმი, სიღნაღი, მესტია, ანაკლია, ყვარელი ახალი კურორტები ზემო აჭარაში, იმერეთში, კახეთში, სვანეთში....
კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაში კი არა - ციხეში იყო;
ამნისტირებული მანიაკები არ იტაცებდნენ და არ კლავდნენ 8 წლის ბავშვებს, 
არ აყაჩაღებდნენ ბანკებს....

თქვენ რომ უსამართლობა გაწუხებდეთ - რაფალიანცზე, თათუხაშვილზე, კიწმარიშვილზეც ამოიღებდით ხმას და სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციაზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იქნებოდა"....წერს დარსმელიძე. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია