გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ექვთიმეობის" დღესასწაული ტრადიციულად, სოფელ ლიხაურში აღინიშნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ოქტომბერი 2019

17 ოქტომბერი ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღეა.

„ექვთიმეობის“ დღესასწაული, ტრადიციულად, სოფელ ლიხაურში, კულტურული და მხატვრული ღონისძიებებით აღინიშნა.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული საღამო.

ჩატარდა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების: ,,გურია,’’ ,,ზენაარი,’’ ,,მომავალი,’’ "ვახტანგური,’’ ,,შემოქმედი,’’ ,,რეხეული,’’ ,,ალილუია,’’ ,,გამას’’ კონცერტი.

წარმოდგენილი იყო პერფორმანსი ,,წერილი ’’ - ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, სადაც მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

ოზურგეთის მუნიციპალტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ექვთიმე ღვთისკაცის ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა და მისი ხსოვნის უკვვდავყოფისთვის გაწეული შრომისთვის ღონისძიების ყველა მონაწილე სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის - კულტურის განყოფილების, ასევე ა.(ა).იპ. „კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია