შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ოქტომბერი 2019
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძე ამბობს, რომ წარმატებული მოსწავლეების სია უკვე გადაუგზავნა სამინისტროს, თუმცა რამდენი მათგანი მიიღებს კომპიუტერს არ ახსოვს: „დაახლოებით 80-მდე მოსწავლეა“.ადიგენში 14 წარჩინებული მოსწავლე მიიღებს კომპიუტერს, ასპინძაში ცხრა, ბორჯომში 39, ნინოწმონდაში 39, ხოლო ახალქალაქში – 22 მეათე კლასელი.როგორც, რესურსცენტრებში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს ყველა წარჩინებული მოსწავლის სია განათლების სამინისტროს უკვე გადაგზავნილი აქვს და კომპიუტერების მიღებას ელოდებიან.ქვეყნის მასშტაბით კი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება უკვე დაიწყო. პროგრამა, 2009 წლიდან ხორციელდება. მის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს: „თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს“.სამინისტროში ამბობენ, წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს პერსონალურ კომპიუტერს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების 3857 მოსწავლე მიიღებს. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია