შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი იძახის ქვეყანაში კორუფციააო და მსოფლიო ბანკი კვლავ გვაწინაურებს?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ოქტომბერი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მსოფლიო ბანკისა და აშშ-ს სენატის განცხადებები დაუპირისპირა.

მდინარაძემ ციტატებად მოიყვანა სააკაშვილის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს „საქართველოში კორუფცია გაბატონდა და საერთაშორისო რადარებიდან გაქრა. კონტრარგუმენტად კი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები დაუპირისპირა.

„საქართველოში კორუფცია გაბატონდა“ – მიხეილ სააკაშვილი.

„საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა“, – მსოფლიო ბანკი.

„ივანიშვილმა, როგორც დევიდ კოპერფილდმა საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გააქრო“ , – კვლავ მიხეილ სააკაშვილი.

„ამ აქტით გათვალისწინებული თანხის არც ერთი ნაწილი არ უნდა მიეცეს იმ ქვეყნების ცენტრალურ მთავრობებს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას, ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ“- აშშ-ს სენატი” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია