გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთავრობა და პრემიერი ვაშლის ბაღებში კი არ უნდა დადიოდეს, იქ უნდა იყვნენ, სადაც იღობება ტერიტორია" - ნათელაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ოქტომბერი 2019

დაძაბული ვითარება სოფელ ატოცში - ადგილზე რუსი ოკუპანტები მავვთულხლართებს და ჯებირებს ავლებენ.

 

ბორდერიზაციის პროცესს შორიდან აკვირდებიან ქართველი სამართალდამცველები.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს, სამოქალაქო აქტივიდტებს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს პოლიცია ატოცში არ უშვებს, იცინი ატოციდან 15 კილომეტრში შავშაქეთში იმყოფებიან.ატოცში ჩავიდა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, მთელი მთავრობა დღეს უნდა იყოს იქ, სადაც ოკუპანტები ტერიტორიას ღობავენ.

"მთავრობა და პრემიერი ვაშლის ბაღებში კი არ უნდა დადიოდეს, იქ უნდა იყვნენ, სადაც იღობება ტერიტორია. აქ ჩამოყვანილი უნდა იყოს დიპლომატიური კორპუსი და მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იდგეს ფეზე, გაერო, უშიშროების საბჭო, ნატო, ეუთო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო. აქ უნდა იდგეს CNN-ის, BBC-ის პირდაპირი ჩართვები და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენებდნენ რა საშინელებასთან აქვთ საქმე პუტინის რეჟიმის სახით და მხოლოს ამის შემდეგ დაიხევენ ისინი უკან " - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია