გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანაკლიის პროექტს არ სჭირდება პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვა- ცქიტიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2019

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტს არ სჭირდება "კიდევ ერთი პერფორმანსი" და პარლამენტში ღია განხილვა. ამის შესახებ მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით მან არაერთხელ ისაუბრა პარლამენტსა და ღია ეთერებში, ასევე, მამუკა ხაზარაძეს დებატებიც შესთავაზა:

"ახლა არის დრო, როდესაც სამუშაო შევხვედრების ფორმატში გვაქვს კონსორციუმთან სამუშაო. ჩვენ არასდროს არ გვქონია კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა, არასდროს გვქონია შეხვედრების პრობლემა. ამდენად, ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და შეხვედრის მოწყობა კონსორციუმსა და მთავრობას შორის".

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას პარლამენტში მოსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ღია ფორმატში საუბარს სთავაზობს. კონსორციუმის ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა პარლამენტში მივიდეს.

on.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია