გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ცხოველფრინველის გადაშენებაში მამა ათი მაგდენს გადაიხდის"- გვარამია ბერას პოსტს გამოეხმაურა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2019

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ბერას მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარის გადარიცხვას ეხმაურება.
"ხო რა, ძაან მაგარი იქნება.

თან, პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ფილტვები როა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი, იმის გაჩეხვა-ტრასის გაყვანა - ცხოველფრინველის გადაშენებაში მამა ათი მაგდენს გადაიხდის.

მერე ელექტროკარით მარტო თქვენ გამოღუღუნდებით ხოლმე და ტრასაზე არც ერთი სხვა ფილტვი არ შეგხვდებათ და მარტო ოჯახის CO2 იტრიალებს კამკამა ჰაერში.

აუ, რა მაგარია ცხოვრება და მილიონების გადარიცხვ-გადმორიცხვა ეეე! რა საამური და სათუთია ყოველივეე!!" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია