შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბერა ივანიშვილის მიმართ კრიტიკა ძირითადად გაკოტრებული პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ - კალაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019

ბერა ივანიშვილის მიმართ კრიტიკა ძირითადად გაკოტრებული პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ - ასე ეხმაურება, თბილისის მერი კახა კალაძე, ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელმაც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა.

„გუშინ მართლაც საოცარი დღე იყო. ოპონენტები, მთელი შემადგენლობით – ოჯახის წევრებით, ბიძაშვილ-მამიდაშვილებით, ჩართული იყვნენ იმაში, რომ როგორმე გაეკრიტიკებინათ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედება. გაუგებარია ეს ქმედებები და ამორალურობის ყველანაირ ზღვარს სცდება. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მარტო ბრაზილიის პრობლემა არ არის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამაზონის ტყე არის დედამიწის ფილტვები და ცუდი რა არის იმაში, რომ ჩვენ, ქართველებს პატარა წვლილი შეგვაქვს ხანძრის ლიკვიდაციაში?! თან საუბარია იმ ადამიანზე, რომლის ოჯახს უამრავი ქველმოქმედება აქვს საქართველოში განხორციელებული, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე სხვა მიმართულებით. არ დავიწყებ იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედების სახით განხორციელდა. თუმცა რამ ცხადია – ამ ტიპის განცხადებებს, ძირითადად, გაკოტრებული პოლიტიკოსები აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია