დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ევროკავშირის მისიის წევრები გარკვეული დროით დააკავა
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
25 ოქტომბერი 2019
დღეს, 24 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მცირე ხნით
დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისიის პრეს-სამსახური
ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავება მოხდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
უსაფრთხოების შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ, ჩორჩანა-წნელისის
მიდამოებში. მაშინვე ამოქმედდა ცხელი ხაზი ცხინვალთან და
გაათავისუფლეს.
მისია ჯერ კიდევ იკვლევს დეტალებს იმ ინციდენტთან დაკავშირებით,
რომელიც მოხდა