გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ესაა სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება - ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილის გამოექომაგა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019

ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება".

თავდაცვის მინისტრი და ბერასთან დაახლოებული ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა:

"მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი, 25 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. დღეს საქმე გვაქვს ორი მთავარი საკითხის დაპირისპირებასთან, ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება. როდესაც ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ კეთილშობილურ საქმიანობას, როგორც არის ქველმოქმედება და ისეთი საქმეს, რომელიც კონკრეტულ ციფრებში აისახა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედებას მოიცავს, რა თქმა უნდა, აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება" - თქვა მან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია