შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გია ვოლსკი: "რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის შეფასებით, "რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული, მისი შორეული შვილიშვილებიც ვერ ამოიღებენ მატერიალურ სარგებელს".

"აი, ეგ უკვირთ სწორედ და საზოგადოებაც უნდათ, რომ გააკვირვონ. ვეჭვობ, რომ ზოგი შესაძლოა მართლაც დააჯერეს, თითქოს გაპარტახებული აბასთუმანის აღდგენა ან ობსერვატორიის ტელესკოპი საკუთარი გართობისათვის სჭირდება, არც უწყიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკოლოგიისათვის საქართველოში მის მიერ აღდგენილი თუ გაშენებული ტყე-პარკები, არა იმ მასშტაბით როგორც ამაზონის მასივი, მაგრამ ესოდენ საჭირო საერთო ეკოლოგიური სისტემისათვის. ათასობით პირად დახმარებებს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ გაუგებარია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისათვის გაწეული ხარჯი, ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს ბიუჯეტისათვის" - ამბობს ვოლსკი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია