"რომელ კომპრომატზეა ლაპარაკი, რა. ის შეშინებული კაცია ციხეში. სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს ციხიდან გამიშვიო. ტყუილად რომ იყოს დაჭერილი, ხომ, ზოგიერთი სასულიერო პირი მაგას მოწამეს უწოდებს, ხოდა, თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგის ჯვარს ტოვებს და გარბის იქიდან? თუ შენდობას ითხოვს, როგორც ითქვა, თავის წილ იმაზე, მაშინ ჩვენ გაგებით მოვეკიდებით ამას. თუ ასე ილაპარაკა მუქარით, გამოაქვეყნოს. ეგ გადასაწყვეტია პრეზიდენტის და თუ შეიწყალებს, არავის უფლება არა აქვს, მერე თქვას, რატომ შეიწყალაო. იმიტომ, რომ დისკრეცია იმის არის. არ ვარ ის ადამიანი, ვისც ვინმეს ციხეში ყოფნა უნდა."
მეუფე იაობმა დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.