შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მეუფე იაკობმა უხეშად დაარღვია და გათელა საეკლესიო კანონმდებლობა" - მღვდელმონაზონი ანდრია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ოქტომბერი 2019

მღვდელმონაზონი ანდრია სარიას შეფასებით, მეუფე იაკობმა, უხეშად დაარღვია და გათელა საეკლესიო კანონმდებლობა.

მისივე თქმით, ცხადი გახდა, რომ როგორი მეტყველების ფორმითაც მთავარეპისკოპოსი იაკობი საზოგადოების წინაშე წარსდგა, საპატრიარქოში დაკანონებულია.

"მეუფე იაკობის განცხადება შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა საპატრიარქოს ,,სანიმუშო" სახე. როდესაც მიგვითითებენ დანაშაულებსა და უღირსობაზე ეკლესიის წიაღში, უნდა ითქვას რომ ცხადზე უცხადესი გახადა ხსენებულმა იერარქმა, რომ ის ტერმინოლოგია როგორადაც ის მეტყველებს არის საპატრიარქოში დაკანონებული. მან უხეშად დაარღვია და გათელა საეკლესიო კანონმდებლობა. ფაქტობრივად, მრევლისთვის ,,ღია სინოდზე" გამოიტანა სამსჯელოდ საკუთარი მსოფლხედველობა. ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია შეაფასოს ის სიტყვები, როგორადაც მჯელობს, მეტყველებს, ვფიქრობ ყველა დარწმუნდა იმ საქმის აფსურდულობაში, რაშიც ,,ძველბიჭური" გინებებით მოგვიწოდებს დავეთანხმოთ და თუ ვინიცობაა და არ დავუჯერებთ თავად დაგვასრულებს ჩვენ. ასევე, დახურავს სასამართლოს, გააშიშვლებს მღვდელმთავართა საქმეებს, ,,გაწკეპლავს" მთავრობის წევრევს და ა.შ. პრობლემა ის კი არ არის, რომ ასეთი მსჯელბები გახშირდა საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ უბედურებაა ის, რომ დღემდე ვერ მოვახერხეთ ეკლესიის შიგნით ამ მავნებლური ქმედებების აღკვეთა" - აღნიშნავს მღვდელმონაზონი ანდრია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია