შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხეზე პოლიციელებმა და ახლგაზრდებმა იჩხუბეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ოქტომბერი 2019
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ჩხუბი 19 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე ციხეზე არსებულ რესტორანში ქეიფობდა. „არ ვიცი რის გამო დაიწყეს ჩხუბი. პოლიციელები მთვრალები იყვნენ. ხმაურზე ციხის დაცვა მოვიდა. მერე ვიღაცამ პოლიციაში დარეკა. ეს მოხდა რესტორნის გარეთ, შიგნით არავის უჩხუბია“, – აცხადებენ რესტორნის თანამშრომლები.ახალციხის ციხის დაცვის სამსახურის თანამშრომლების განმარტებით, ჩხუბის დროს ერთ–ერთი სამართალდამცავი დაშავდა: „სასწრაფო არ დაგვინახავს, დაშავებული პოლიციელი ისევ თავისიანებმა წაიყვანეს“.იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, ახალციხის ციხეზე ჩხუბის დროს დაშავებული ერთ–ერთი პოლიციელი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს.მორიგე ექიმი ამბობს, რომ სამართალდამცველი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა: „დაშავებულმა კატეგორიული უარი განაცხადა რაიმე კვლევის ჩატარებაზე, ხელი მოაწერა და წავიდა“. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია