გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მხიარული სტარტების პრიზიორებს, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დახვედრა მოუწყვეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ოქტომბერი 2019

10-14 ოქტომბერს კიევმა მხიარულ სტარტებში პირველ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ასპარეზობაში საქართველოს სახელით მონაწილეობას ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

მხიარული სტარტების პირველი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დახვედრა მოუწყვეს.

მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ ქართველ სპორტსმენებს მხიარული სტარტების საერთაშორისო კატეგორიაში მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილების დაკავება მიულოცა; მან ხაზი გაუსვა სასკოლო სპორტის მნიშვნელობას მომავალი თაობის ცხოვრებაში და მზადყოფნა გამოთქვა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში სამომავლოდ გურიის რეგიონის კიდევ უფრო მეტ ჩართულობასა და ხელშეწყობაზე.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების უფროსი, თამარ აროშიძე, სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე, საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ჩანჩიბაძე, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის რეგიონული კოორდინატორი გურიის მხარეში დიმიტრი ტუღუში, რომელიც სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელის რანგში იმყოფებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, ოზურგეთში ვიზიტად მყოფი უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი, გენიჩესკის რაიონის მერი ევსტატოვ ანდრეი, რომელმაც სიტყვით მიმართა მოსწავლეებს. ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომავალში მჭიდროდ ითანამშრომლობენ სასკოლო სპორტის კუთხით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია