"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის", — განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სხდომის დასრულების შემდეგ. სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
გარდა ამისა მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო.
"დღეს წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან", — განაცხადა მან.