შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამ ხელისუფლების დროს მოხდა ის, რაც არცერთი ხელისუფლების, ბოლშევიკების დროსაც კი არ მომხდარა" - ბურჯანაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2019

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა და საპტრიარქომ იპოვოს ძალა ადეკვატურად გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ხელისუფლებას უფლება არ აქვს მოვლენებს გვერდიდან უყუროს. ის თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს.

 

ნინო ბურჯანაძე პატრიარქის წინააღმდეგ დიდი ხნის წამოწყებული ცილისწამებისა და შეურაცჰყოფის კამპანიის გუშინდელ კულმინაციას ტრაგედიას უწოდებს და როგორც ხელისუფლებისაგან ასევე საზოგადოებისგან უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს.

„გუშინდელი დღე, მე შემიძლია შევაფასო, როგორც ტრაგედია. ეს იყო უზარმაზარი დარტყმა, რომელიც მიადგა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველებს, როგორც ერს. ფაქტი არის მძიმე და რეაგირებაც შესაბამისად უმკაცრესი უნდა იყოს.

ჩვენ უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ქართველი ხალხის გასაჭირში ეკლესია ყოველთვის იყო მთავარი დასაყრდენი. მართალია, ხელისუფლებას არ უნდა გაიგოს და დაიჯეროს, რომ დღეს ჩვენი ხალხი გასაჭირშია, მაგრამ ეს ფაქტია! ნათლად ვხედავთ პროცესს, რომ სერიოზული ძალები მთელი ძალისხმევით იბრძვიან ერს გამოაცალონ დასაყრდენი.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ უკვე რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ ის ვერ ჩამოირეცხავს იმ სირცხვილს, რაშიც დღეს სრულიად ერი გავეხვიეთ. სწორედ ხელისუფლების ხელების ფათურის გამო ეკლესიაში პატრიარქის წინააღმდეგ საშინელი და უღირსი ბრძოლა კულმინაციამდე მივიდა. სწორედ ამ ხელისუფლების დროს მოხდა ის, რაც არცერთი ხელისუფლების, ბოლშევიკების დროსაც კი არ მომხდარა. სწორედ ამიტომ ახლა, ამ ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და მის წინააღმდეგ არსებული ბრალდება გამოიძიოს. ხელისუფლება ვალდებულლია, ეს გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესები წარიმართება ისე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა, დამანგრეველი გახდეს. “ - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია