შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე ვასილ რამიშვილი გახდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2019

„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, გამოვლინდა „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“.

დღეს, ჩოხატაურის კულტურის სახლში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა.

ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის ცენტრისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-19 სასწავლო წლის „ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეს“ გიორგი სიხარულიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ შუაფარცხმის საჯარო სკოლასაც გადაეცა.

დღევანდელ შეჯიბრის გამარჯვებული, სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის მოსწავლე ვასილ რამიშვილი გახდა. მას „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია