შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

The Guardians - საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ნოემბერი 2019

საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.

შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ქართველ მძღოლს მიგრანტები მანქანა-მაცივრის მეშვეობით გადაჰყავდა. მაცივარი გამორთული იყო. პოლიციამ მიგრანტები ავტომობილის შემოწმების დროს აღმოაჩინა.

სამართალდამცავების განცხადებით, მიგრანტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მათ ავტომობილის მძღოლი დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციის ოფიცრის განცხადებით, სატვირთო ავტომობილი საბერძნეთში, სავარაუდოდ, თურქეთიდან შევიდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია