გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლადო აფხაზავა კამპანიაში "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ჩაერთვება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ნოემბერი 2019

პოპულარული ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა საზოგადოებას აზარტული თამაშების ადვილად ხელმისაწვდომობაზე და ხელისუფლების დუმილის წინააღმდეგ საზოგადოებას ხმის ამოღებას სთხოვს და კამპანიაში "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ერთვება.

ამის შესახებ გასული წლის ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გევრდზე ავრცელებს:

"ქვეყანაში აზარტული თამაშების ეპიდემიაა. ამ სენის გამო უამრავი ადამიანი იკლავს თავს!
ხელისუფლება კი დუმს. საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს მოსახელობას, არამედ ხელს უწყობს მათ ჩართვას აზარტულ თამაშებში.
გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა.
კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პირველ საჯარო შეკრებას იწყებს,სადაც გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები.

ერთად გამოვაღვიძოთ ხელისუფლება, რომ გაიგოს ხალხის ხმა.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - წერს აფხაზავა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია