შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

8 არალეგალი მიგრანტი, რომელიც ქართველ მძღოლს საბერძნეთში მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა, სუნთქვითი უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ნოემბერი 2019

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ქართველი მძღოლი, რომელიც გუშინ, საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის დააკავეს, პოლიციაში იკითხება. მედიის ცნობით, მანქანა-მაცივარში დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან, რომლებიც ევროკავშირში ცდილობდნენ შეღწევას. 6 მათგანი არასრულწლოვანია.

მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, მას არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია