შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყანაში არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე“ - პრეზიდენტი დეკანოზი მამალაძის შეწყალებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში, დღეს  გაიმართა, სადაც  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ ვერ ხდება  დეკანოზის შეწყალება.

„არ ვიცი გესმით თუ არა ჩემი პასუხები, ჯერ უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ის ახალი წესეები, უდნა გამოვცე ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შეუდგე შესწავლას, არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ქვეყანაში  და სამწუხაროა, რომ თქვენ ერთ კითხვაზე მეტი არ შგიძლიათ დასვათ. ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას, ის რასაც ჰქვია მორატორიუმი, სხვათაშორის ამ სიტყვის გაგება ცოტა უჭირს ბევრს, რომ გაიგოს მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია