შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე პეტრე შეიძლება, დაიჭირონ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2019

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება პეტრე ცაავა საქმეებს უკერავს და მასზე სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„როგორც ვწერდი ერთ-ერთ სტატიაში, საქართველოს ხელისუფლება თავის ყოფილ პარტნიორს, მიტროპოლიტ პეტრეს რაღაც საქმეებს უქექავს, შეიძლება უკერავს კიდეც და ემზადება იმისთვის, რომ შეიძლება საბოლოოდ სამართლებრივი დევნაც დაუწყონ.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ქილერი რომ დაიქირავო, საქმე ვერ შეასრულოს და მერე ამ ქილერს დაუწყო დევნა. მიტროპოლიტმა პეტრემ იმედები გაუცრუვა ბიძინა ივანიშვილსაც და ზოგადად, ხელისუფლებას, ამიტომ, ან პეტრე ცაავამ უნდა დაუმტკიცოს, რომ ჩვენი ხელისუფლების და მისი დიდი ალბათობით გარიგების შესრულებას გარედანაც შეძლებს, ანუ მიაღწევს მიზანს, რაზეც გარიგდნენ ან კიდევ თავად ჩავარდება.

ასე მოწყვლადია მაფიოზური პარტნიორობა, ერთ დღეს მტრები ხართ - მერე პარტნიორები, ერთ დღეს პარტნიორები - მერე მტრები და ა.შ.

თუმცა, პარალელურად ხელისუფლება ჯერჯერობით ეფექტურად აგრძელებს პატრიარქის წინააღმდეგ მუშაობასაც და რაც მართალია, მართალია, ამისათვის საჭირო მასალა ჩვენს საკმაოდ მანკიერ საპატრიარქო სივრცეში, ძალიან ბევრია.

ახლა სასწაულად აირევა ყველაფერი, სასწაულად დაბინძურდება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ არევას მერე დაწმენდა მოჰყვება - რა ვიცი, მინდა რომ მოჰყვეს ყოველ შემთხვევაში, თუმცა, ჩემი ერთი ნაცნობი ამბობს, რომ მსგავსი შანსი მხოლოდ ცოცხალ ინსტიტუციებს აქვს და ეს ინსტიტუცია კი მკვდარია და არაფერი ეშველებაო, თუმცა, მე მაინც იმედი მაქვს კათარზისის, რომელიც ყოველთვის იძულებით ხდება,“ - წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია