საყოველთაო დაზღვევის შემოღებით მოქალაქეებს უფრო მეტი საშუალება მიეცათ, რომ ჯანმრთელობის პრობლემებს მიხედონ.
რა თქმა უნდა, უამრავი ხარვეზი არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და ბევრი მოქალაქე უკამაყოფილებებსაც გამოთქვამს, მაგრამ სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია.
მაგალითად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2009 წელს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთებია 34.398 მოქალაქეს, ხოლო 2018 წელს მაჩვენებელი თითქმის შვიდჯერაა გაზრდილი და 221.849 მოქალაქეს მიუმართავს ქირურგისთვის.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის ოპერაციები კეთდება და 2018 წლის მონაცემებით 48.772 ადამიანს ჩაუტარებია ასეთი ოპერაცია. გთავაზობთ საქართველოში ყველაზე ხშირად ჩატარებული ოპერაციების ათეულს:
1. საჭმლის მომნელებელი სისტემა - 48.772
2. ძვალკუნთოვანი სისტემა - 24.894
3. კბილები, ყბები, პირის ღრუ და ხახა - 19.354
4. სამეანო პროცედურები - 18.759
5. ქალის სასქესო ორგანოები - 16.814
6. ყური, ცხვირი და ყელი - 15.480
7. სისხლძარღვების ანგიოპლასტიკა - 11.591
8. პერიფერიული სისხლძარღვები და ლიმფური სისტემა - 10.939
9. თვალი და მისი დანამატები - 9.837
10. სტენტირება - 8.855.
primetime.ge