შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ - როუზ გოტმიოლერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ნოემბერი 2019

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იყო გადაწყვეტილი და დღემდე ძალაში რჩება.

როგორც გოტმიულერმა აღნიშნა, ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

„პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. თქვენ ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი ჩვენ პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს. წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას“, - განაცხადა გოტმიულერმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია