ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ სოციალური სამსახურის გაუქმებას და მისი განათლებისა და კულტურის სამსახურთან განყოფილების სახით შეერთებას საკრებულოში სკეპტიკურად უყურებენ.
როგორც "გურიის მოამბესთან" საუბარში, დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მარიკა ჩხიკვიშვილი ამბობს, მისი აზრით სოციალური სამსახური ცალკე უნდა დარჩენილიყო:
"მე ვფიქრობდი რომ სოციალური სამსახური ცალკე უნდა დარჩენილიყო, თუ ზედამხედველობის სამსახურის გაძლიერება სურდათ შესაძლებელი იყო რომ მერის რომელიმე მოადგილის შტატი შემცირებულიყო. იმიტომ რომ სოციალური სამსახური და კულტურის სამსახური არის სხვადასხვა სფერო, და ცალცალკე უნდა გამოყოფილიყო" -გვითხრა ჩხიკვიშვილმა.
ცნობისათვის: გუშინ ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუტარი მოსაზრებების და შენისვნების მიწოდება მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე შეეძლება საკრებულოს აპარატში.
ხოლო დადგენილენის მიღების ვადა მიმდინარე წლის 4 დეკემბერია.
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ ეს დადგენილება უმრავლესობით მიიღო, აშკარაა რომ დეპუტატთა უმრავლესობა ამ ფორმით სტრუქტურული რეორგანიზაციის წინააღმდეგია.