შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დარჩება თუ არა ‘მესხეთი’ რეგიონულ ლიგაში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ნოემბერი 2019
„მესხეთის“ მწვრთნელის, გელა მაისურაძის თქმით, გუნდი საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დგას.ტურნირის წესების თანახმად, ბოლო ადგილზე გასულ ორ გუნდთან ერთად, ქვედა ლიგის ორი ჯგუფიდან ( აღმ. ა და აღმ. ბ) ის მეშვიდეადგილოსანიც ტოვებს, რომელიც ნაკლებ ქულას დააგროვებს.ამ დროისთვის ა და ბ ჯგუფის მეშვიდეადგილოსნებს - „მესხეთს“ და „საქ. უნივერსიტეტს“ 19-19 ქულა აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქ. უნივერსიტეტი 19 ნოემბერს „რუსთავი 2“-თან ქულებს დაკარგავს და „მესხეთი“ 20 ნოემბერს, ბოლო ტურის გასვლით მატჩს „დინამო სოხუმთან“ მოიგებს, ახალციხის გუნდი რეგიონულ ლიგაში დარჩება. „გუნდი ოპტიმალური შემადგენლობითაა, ვარჯიშები თბილისში გვექნება, დიდი იმედია მოგების და რეგიონულ ლიგაში დარჩენის“ - ამბობს გელა მაისურაძე.მე-16 ტურისთვის მესხეთს 15 თამაშიდან ექვსი მოგება, ერთი ფრე და რვა წაგება აქვს. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია