შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ერთი მუჭა ინტელექტი წვალობს, ხსნა კი არსად ჩანს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2019

ამერიკაში მოღვაწე ქართვრელი ექიმი,მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

"უღარიბესი ქვეყანა; აბსოლუტურად უპერსპექტივო მომავალი; განათლების უდაბლესი დონე; ირგვლივ კორუპცია, კრიმინალი, ნარკომანია, ან ალტერნატივა, პრიმიტიული ფაშიზმი, კუნთების უაზრო განვითარება გონების ალტერნატივად, რადგან ბევრად უფრო იაფი ჯდება.
უბნელესი და პრიმიტიული ფსევდორელიგია, ნაქადაგევი გაუნათლებელი ხეპრეების მიერ, რადგან რელიგიაშიც იგივე სულისკვეთების ხალხი დომინირებს, რაც საეროში; ანუ უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, დაუნდობელი.
მაგალითი ახალგაზრდებისათვის - მლიქვნელები, კონფორმისტები, ხაზინის ქურდები, ბანდიტები, კერპთაყვანისმცემლები ყველგან, საერო და სასულიერო ელიტაშიც.
ერთი მუჭა ინტელექტი წვალობს, მსოფლიოსკენ გახსნილი გზით სარგებლობს და გარბის, რადგან დარჩენა ავტომატურად კონფორმიზმს ნიშნავს და კონფორმიზმი კი სულ მოკლე ხანში შეუქცევადად ხრწნის.
ამ ერთი მუჭა ინტელექტისათვის განვითარებული მსოფლიოდან შემოსული სხივი ერთადერთი სინათლის წყაროა. დანარჩენები კი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ბოროტდებიან და ებრძვიან ყველაფერ იმას, რაც მათთვის მიუღწეველი გახადა გარემოებამ; ანუ ებრძვიან განათლებას, ღირსებას, პრინციპებს, სინათლეს.
ასე და ამიტომ გაბოროტდა ეს პატარა ქვეყანა. ხსნა კი არსად ჩანს, რადგან ბოროტება ბოროტებას შობს და გრძელდება ასე დაუსრულებლად. ჯაჭვი თავისით ვერ გაწყდება; ლოგიკურად ვერ გაწყდება. ვინც გაწყვეტას შეეცდება, იმან ძალა უნდა იხმაროს, რადგან ბოროტი უძალოდ არ მარცხდება. ძალა კი უნდა შეგწევდეს, რომ იხმარო ..." წერს გურული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია