პრემიერ მინისტრის ყოფილი თანაშემწე 2012-14 წლებში, ეროვნული მოძრაობის აქტივისტი გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში და 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრი, ირაკლი მელავილი თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ფილმის „AND THEN WE DANCED“-ის პრემიერა, რომელიც ხმაურის და დაპირისპირების ფონზე შედგა ეხმაურება და საკუტარ ფეისბუკ გვერდეზ წერს:
"სიბნელეა ის, როცა ვინმე მიბედავს და მეუბნება, რომ მისი გადასაწყვეტია , თუ რომელს ფილმს უნდა ვუყურო!
სიბნელეა, როცა ვიღაცა თავის თავს აძლევს უფლებას მითხრას, რომ თავად ნანახია აქვს ეს ფილმი და ჩემთვის მისი ნახების წინააღმდეგია !
სიბნელეა, როცა ადამიანები ითხოვენ იმ ფილმის ეკრანებზე გაშვების აკრძალვას, რომელიც ნანახი არ აქვთ და სხვის თავსმოხვეულ შეხედულებებს ბრმად მისდევენ!
სიბნელეა როცა ადამიანს ფიზიკურად უსწორდები ან ანგარიშსწორებით ემუქრებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მას იმ ფილმის ნახვა სურს, რომელიც შენ არ მოგწონს!
სიბნელეა რაიმე სახის ცენზურის დაწესება ხელოვნებაზე ვიღაცის, არ აქვს მნიშვნელობა, უმრავლესობის თუ უმცირესობის, შეხედულებებიდან გამომდინარე!
სიბნელე დაისადგურებს იმ სახელმწიფოში, რომელიც ვერ ახერხებს დაიცვას ჩემი ან ნებისმიერი სხვა მოქალაქის უფლება ვიკითხო რაც მინდა, ვუყურო იმ ფილმს რაც მსურს, ვნახო ის ნახატი თუ ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში რომელიც მაინტერესებს და მქონდეს უფლება თავად შევაფასო რომელი წიგნი, რომელი ფილმი, რომელი ნახატი თუ სხვა რამ არის ჩემთვის მოსაწონი! არავის აქვს უფლება მაიძულოს მისი თვალით ვუყურო, მისი შეხედულებით განვსაჯო და მის მიერ დადგენილი მორალური წესებით ვიცხოვრო! დღეს ამიკრძალავენ ფილმის ნახვას, ხვალ ვიღაცა ამიკრძალავს სასურველი აზრის გამოთქმას, ზეგ უკვე სხვა მოინდომებს "გამაგებინოს" როგორია "ჭეშმარიტი რწმენა", "ნამდვილი პატრიოტიზმი", ერთადერთი და მართალი ხელისუფლება და ა.შ .
თითქოს მარტივია ეს ყველაფერი და ვფიქრობდი, რომ ამაზე 30 წლის წინ შეთანხმდა ჩვენი საზოგადოება, როცა თითქოს საბჭოურ ტოტალიტარულ სისტემაზე და ცხოვრების წესზე თქვა უარი, მაგრამ თითოუელ ჩვენგანში სსრკ-სეული აზროვნებისა თუ კერპების მსხვრევა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვებითა და სახელმწიფო ფორმაციის შეცვლით არ მოხდა. სამწუხაროდ სიბნელის და ტოტალიტარიზმის ბაცილა ბევრად უფრო გამძლე აღმოჩნდა ვიდრე ის ტოტალიტარული სახელმწიფო რომელიც მაშინ დავანგრიეთ" წერს მელაშვილი.