კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ციფრული მუზეუმი“ - პროექტი გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ნოემბერი 2019
ააიპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ დაიწყო პროექტი „ციფრული მუზეუმი“, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

გაერთიანების მუზეუმების კურატორის ეკა ბეროშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში ექსპონატების გაციფრება მოხდება.
„ ციფრულად დამუშავებული მუზეუმის ექპონატები გამოვიყენეთ ღვინის ფესტივალზე, რომელსაც ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. ამ ეტაპზე აღებული გვაქვს 55 ექსპონატი, რომელიც ზღვაში წვეთია, ამიტომ ეტაპობრივად გვინდა სხვებიც დავამუშავოთ.
თუ სადმე ჩვენი პროფილის ღონისძიებები ჩატარდება, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას. კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას რასაც მუზეუმები ინახავს, გავიტანთ პოტენციური ვიზიტორებისთვის ანუ მათთვის, ვინც ჩვენს მუზეუმებში არ ყოფილა. ვფიქრობ, მათ მომავალში აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი ადგილზე მისვლის და დათვალიერების.“

ეკა ბეროშვილის თქმით, მეორე ეტაპი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პრეზნტაციის ჩატარებაა.
„ პრეზენტაციები იქნება ორი კუთხით- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო. სლაიდებს გავიტანთ საჯარო სკოლებში. პროეტის სლოგანია: თუ არ მოდიხარ მუზეუმში, მუზეუმი მოვა შენთან. ადამიანებს პრეზენტაციის შემდეგ, გაუჩნდეთ სურვილი მომავალში დაგეგმონ ექსკურსიები. თუ არ მოვლენ, ყოველ შემთხვევაში ჩვენგან გარკვეულ ინფორმაციას მაინც მიიღებენ, რა მემკვიდრეობა გვაქვს ამ კუთხით. “

მისივე თქმით, მსგავსი პროექტები აამაღლებს ახალგაზრდების ცნობიერებას და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას.









დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია