შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა საკითხები განიხილა გურჯაანის მერმა მოლდოვაში ვიზიტისას

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში: „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ღვინის ინდუსტრიის თემატური ჯგუფის შეხვედრები მიმდინარეობდა.


მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრებზე, გურჯაანი, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტი, მიწვეული იყო გამოცდილების გასაზიარებლად და ურთიერთთანამშრომლობის გასაღრმავებლად.
„მოლდოვაში ვიმყოფებოდი საკრებულოს ფრაქცია "ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილესთან, ელგუჯა ქათამაძესთან ერთად. ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ტურიზმს და ღვინის თემატიკას. გავაკეთე პრეზენტაცია იმის შესახებ, რომ ვართ მეღვინეობის ქალაქი და ჩავატარეთ ისეთი გრანდიოზული ღონისძიება, როგორიც არის ღვინის ფესტივალი და ა.შ. გვქონდა შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პირველ ნაბიჯებს უკვე რამდენიმე ხანში გადავდგამთ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გაცვლით პროგრამებს ახალგაზრდებისთვის, რომელიც უფრო მეტად შეეხება სახელოვნებო სკოლებს, მუსიკას, ცეკვას და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით, თვითონაც დიდი სურვილი გამოხატეს. როგორც კი განისაზღრება თარიღი, ბავშვები გაემგზავრებიან. ასევე კიდევ რამდენიმე თემატიკაზე გვქონდა საუბარი და 2020 წელს ისინი უკვე დავპატიჟე ღვინის ფესტივალზე.“

მისივე თქმით, კონფერენციას ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ხოლო კახეთიდან მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტი იყო წარმდგენილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია