შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აზარტულ თამაშებზე შესაძლოა რეგულაცია დაწესდეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ნოემბერი 2019
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება რადგან, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე მოქალაქეების დამოკიდებულება დღეს ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს, სახელმწიფო ხედავს ამ პრობლემას, თუმცა, მისი მოგვარება დღემდე არ ხდება. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრობლემა არ გვარდება შეგნებულად, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება, აღნიშნული ბიზნესიდან ხელს ითბობენ, ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან ამ ბიზნესზე ადმინისტრირება არ ხორციელდება ისე, როგორც უნდა ხორციელდებოდეს და ეს ბიზნესი ფულის გათეთრების ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენს.

მისივე თქმით, კანონპროექტი გულისხმობს: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა -ასაკობრივი ცენზის დაწესებას 25 წლამდე, მეორე - მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნას, რომელიც გამორიცხავს თავიდან ბოლომდე არასრულწლოვნების ჩართულობას ლეგალურად ამ სერვისის მოხმარებაში, ასევე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნას. კანონმდებლობაში შემოდის ცვლილებები ასევე გადასახადების გაზრდის მიმართულებით, სანქციების გაორმაგების კუთხით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასჯის და აღსრულების მექანიზმების დახვეწის მიმართულებით.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია