გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ლოცვაც შურისძიებას დაემსგავსა... მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა გახდა მთავარი მიზანი... "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2019

 

 

"არაფერს აქვს ფასი, თუ ადამიანს განსაცდელის ჟამს გვერდით არ დაუდგები. რამდენიც გინდა ილოცე, იმარხულე, თუ სხვისი წაქცევა გახარებს, თუ სხვისი გაუბედურება სიამოვნებას განიჭებს, საკუთარ თავს უდიდეს განსაცდელს უმზადებ. იშვიათად მინახავს აზროვნებით ქრისტიანი... საკუთარი შვილის, ოჯახის წევრის კარგად ყოფნა რომ გინდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კეთილი ხარ. ვინც გაკრიტიკებს, გამუდმებით გაკნინებს და შენ მაინც ცდილობ, მასზე ილოცო და სიკეთე უსურვო, მაშინ ხარ რწმენაში თავისუფალი... როცა ზედ გივლიან და გეღიმება, როცა სიძულვილს და აგრესიას ერევი, მაშინ ხარ ადამიანი... ამ ყველაფრის გარეშე, უბრალოდ, მტაცებელ ცხოველს ემსგავსები. ამდენი ე.წ. მრევლი და მორწმუნე ბოლო ორი საუკუნე თითქმის არ ყოფილა, მაგრამ ამდენი დაძაბულობა, დაპირისპირებაც არ არსებობდა... რატომ?! მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და ერთგულება გაუნელდათ... ლოცვაც შურისძიებას დაემსგავსა... მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა გახდა მთავარი მიზანი... სხვების ნგრევის, მოსპობის ხარჯზე, კარიერის შექმნა გახდა ამოსავალი წერტილი... ყველა ცდილობს გარედან წმინდანის, უცოდველის როლი მოირგოს, მთავარია ერთმანეთი მოხიბლონ და მოატყუონ... საერთოდ არ აინტერესებთ, შიგნით რამხელა ბოროტებას, ნაგავს, სიბინძურეს დაატარებენ. სამაგიეროდ, ლაღ და თავისუფალ ადამიანს უამრავ ,,იარლიყს" მიაკერებენ... თავად კი ფარდის მიღმა ორგიებს აწყობენ... აი, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ლოცვას, მარხვას მადლი მოაკლდა... ამიტომ სჯობს, ღმერთთან ვიყოთ სუფთა და ადამიანებმა როგორც უნდა ისე შეგვაფასონ... ისინი მაინც იმას დაინახავენ, მათი თვალსაწიერი რის უფლებასაც აძლევთ!.."

/ პეტრე კოლხი /

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია