შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019
„ალბომის შესავალში მიხეილ იაძის ფოტო და ბიოგრაფია იქნება, შემდეგ მისი ნამუშევრები. აქამდე არ გამოცემულა და ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდება“, – განაცხადა ახალციხის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ზაზა თამარაშვილმა.ახალციხის მერიამ წიგნის „მიხეილ იაძის ალბომი“-ს დაკაბადონებით და ბეჭდვითი მომსახურების შეძენის უზრუნველყოფაზე ტენდერი 3 000 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღება 22 ნოემბერს მთავრდება.მიხეილ იაძე 1925 წლის 22 დეკემბერს ქალაქ ახალციხეში დაიბადა. მიხეილი 1943 წელს ომში გაიწვიეს. მას შემდეგ ჯარში შვიდი წელი იმსახურა. 1950 წელს სწავლა დაიწყო გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტმა მიხეილს შესთავაზა, დარჩენილიყო გორში და ემუშავა კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მაგრამ, მოხუცი მშობლების გამო, ახალციხეში დაბრუნდა.1954 წელს, ახალციხეში ჩამოსვლისთანავე, დაინიშნა ფიზკულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ. ახალციხეში გახსნა ტანვარჯიშის სექცია, სადაც თავად ასწავლიდა. მიხეილი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია ტანვარჯიშში. მოგვიანებით იგი ახალციხის სპორტსკოლის დირექტორი გახდა და პარალელურად მუშაობდა N1 სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლად.2017 წელს ახალციხის მერმიამ მიხეილ იაძის სახლზე მემორიალური დაფა განათავსა.ბოლო ნამუშევარი – „კურთხევა მეფის კარზე, როგორც მგოსანი“ იყო. ნახატის დასრულება მიხეილმა ვერ მოახერხა. 1985 წლის 22 მაისს მხატვარი ახალციხეში გარდაიცვალა.ასევე ნახეთ:სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია