გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯანდაბაშიც წასულა პოლიტიკა, მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი- გომური

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2019

"მე მჭირდება კარგი მომავალი, მე მჭირდება თავისუფალი ქვეყანა, მე მჭირდება წარმატებული ცხოვრება. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ამ ყველაფრისთვის მე თვითონ ვიბრძოლო. 

დღეს ჩემს მშობლებს ეშინიათ რომ აქ ვდგავარ, რადგან პირველად რომ ვიყავი, ცუდად დასრულდა, ეს ყველამ ვიცით. დღესაც ეშინიათ, რომ იგივე არ განმეორდეს. 

როცა სახელმწიფო ცდილობს საზოგადოებაში ჩანერგოს შიში, ეს ნაწილობრივ გამოსდის. თუმცა ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს არაა ერთეულ ადამიანებში, რომელთა ძალაც არის ფული. ძალა არის, აი, ამ ადამიანებში, რომლებიც ასე იცავენ ქვეყანას და ცდილობენ მიაღწიონ იმ შედეგს, რომლისთვისაც იბრძვიან. არ მინდა, რომ გაჩერდეს ეს მუხტი. 

მე არ ვარ დღეს იმ ადამიანის სახე, რომელიც განეკუთვნება, რომელიც პოლიტიკურ ძალას. ჯანდაბაშიც წასულა პოლიტიკა. მე ვარ დღეს იმისთვის, რომ მე მქონდეს კარგი მომავალი, მქონდეს ჯანსაღი მომავალი და ვიცხოვრო ისეთ მომავალში, რომელიც არ იქნება რომელიმე ქვეყნის დამოკიდებულებაში. მინდა ვიცხოვრო ერთიან, ძლიერ ქვეყანაში. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ერთეული ჩინოვნიკების."

ამ სიტყვებით მაკო გომურმა პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს მიმართა. მან 20 ივნისის აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია