გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომან კაკულია - ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, რადგან ხელისუფლება ამ შემთხვევაში მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2019

ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, რადგან ხელისუფლება ამ შემთხვევაში მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რომან კაკულიას თქმით, პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებით ოპოზიცია დიალოგისკენ „გზას იჭრის“.

„ახლა ხელისუფლების მთავარი მოვალეობა არის, არ ვკონცენტრირდეთ, ჩემი აზრით, ძალიან შეურაცხმყოფელ და არაადეკვატურ განცხადებებზე, გვინდა ვკონცერტრირდეთ მხოლოდ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციამ დააყენა. ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა ვიფიქროთ, რომ გვინდა დიალოგი მათ მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, როდესაც ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის, ჩემი აზრით, შენ უკვე თავისთავად სპობ იმ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ეს დიალოგი. ჩვენ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს დღეს იქ, , საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ერთმანეთთან, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს“,-განაცხადა რომან კაკულიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია