შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახა კალაძისთვის ყველაფერი, რაც მოძრაობს, ნაციონალია- იაგო ხვიჩია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ქართული ოცნება ყველას აბრალებს ნაციონალობას, მათ შორის მათ, ვინც რამდენიმე თვის წინ მათი თანაგუნდელი იყო. მას არ უკვირს, რომ მმართველი პარტიის გენერალურ მდივანი, კახა კალაძე ნაციონალებად მოიხსენიებს ყველა ოპონენტს.

"ამ განმარტებით, ყველაფერი, რაც მოძრაობს, არის ნაციონალი. მეც ნაციონალი ვარ, შენც ნაციონალი ხარ, აი, ძაღლი რომ წევს, ისიც ნაციონალია. რა ვქნათ ახლა? ვართ ასეთი განმარტებით ნაციონალები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ის გამოეხმაურა ხელისუფლების იმ რიტორიკასაც, რომელიც აქციაზე მყოფ ხალხის რაოდენობას შეეხებოდა:

 

"ხალხი ეცოტავათ გუშინ, ეცოტავათ ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის განცხადება ღამის 12 საათზე. არ ესმით ამის კონტექსტი. ან მეორე ვარიანტია, უბრალოდ, რუსულ თამაშს თამაშობენ".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია