რუსთაველზე ამ წუთებში დასრულებული აქციის დაშლისას ოზურგეთელი ექიმი, ოზურგეთის "მედალფას" კლინიკის თანამშრომელი ლევან გოგუაძე მსუბუქად დაშავდა.
სამოქალაქო აქტივისტი ლევან გოგუაძე რუსთაველზე აქციის დაწყების დღიდან იმყოფება.
მან მცირეოდენი დაზიანება მაშინ მიიღო როცა ხელისუფლებამ მომიტინგეთა დაშლისას წყლის ჭავლი გამოიყენა.
ცნობისათვის: აქციის დარბევისას 10-მდე პირი დააკავეს
პარლამენტთან სამართალდამცველებმა აქციის დარბევის დროს 10-მდე პირი დააკავეს. როგორც "ნიუპოსტის" ჟურნალისტს ჰენრი ლოლიძემ დაკავებისას უთხრა, მან არ იცის რასთან დაკავშირებით მოხდა მისი დაკავება.
მისივე თქმით, ის ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროითვის 10-მდე პირია დაკავებული.
"ნიუპოსტი" დაკავებულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.